პრემიერი - არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ - ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ - ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ.

„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ. ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამისათვის მათ პლატფორმებს სთავაზობენ. თუმცა ასეთი აქტები, რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს