კახა კალაძე - ყველა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია - ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს - მკვლევარი, ვითომ რაღაცებს იკვლევენ

„ფაშიზმი“ - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრ დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები პოლიტიკოსების მიმართ რადიკალური დაჯგუფების წევრების მხრიდან ხდება.

„ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. გინახავთ თქვენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კავშირში არ არის ოპოზიციურ პარტიასთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არ არსებობს ასეთი რამ. ყველა არის ამ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი. როგორც გითხარით, ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს მკვლევარი ჰქვია, ვითომ რაღაცებს იკვლევენ, მესამეს და მეოთხეს - რაღაცა. რეალურად, ერთ პატრონის ხელის ქვეშ არიან ეს ადამიანები, ეს თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერის გამო, მოქალაქემ „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს