პრემიერი - მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში

მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში - საუბარია რეალურად მრავალ მილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის დაფუძნების ინიციატივის შესახებ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ეწოდოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების დარქმევა, ეს შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის დაფინანსების შემთხვევაშიც.

„ეს არის ჩემი ინტერესი, მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმარონ სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში. მოიტანონ კონკრეტული ფაქტები.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას - თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია?

მე შემიძლია გითხრათ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად NED-ი არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს, ეს არის ნორმალური პრაქტიკა.

საორიენტაციო ბიუჯეტი გვაქვს - დღეს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დაგვჭირდება ცალკეულ სამინისტროებთან კონსულტაციებიც, მაგრამ საუბარია, რეალურად, მრავალ მილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის. 10 მილიარდით გაგვეზარდა ბიუჯეტი მარტო ამ 4 წელიწადში, შესაბამისად რესურსი არის საკმარისზე მეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს