სოფო ჯაფარიძე - 26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ „ერთიანობას“, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14-მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას

26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ „ერთიანობას“, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14 მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ქალაქი დგას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, დღეს თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

„რამდენიმე დღეა ძალიან აქტიურად ვხვდებით ვაკის მოსახლეობას. შევხვდით უამრავ ადამიანს, ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ძალიან რთულია ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც „ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის გამო დგანან ეს ადამიანები. მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ ერთ-ერთი პრობლემა, რა პრობლემაც არამხოლოდ ვაკის მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს აქვს. დღეს რეალურად ჩვენი ქალაქი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ხედავთ რა ხდება, როგორ მასიურად ხმება ხეები. მწვანე მასივი ფაქტობრივად, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. თბილისი აუცილებლად უნდა იყოს ევროპის დედაქალაქი, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სადაც რეკრეაციულ ზონებში არ იქნება ასეთი ქაოტური მშენებლობები. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაისქელონ ჯიბეები მათმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, რამაც მიგვიყვანა ამ ეკოლოგიურ კატასტროფამდე, რა კატასტროფის წინაშეც დღეს თბილისელები დგანან. ჩვენ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შევცვალოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ის ქაოტური მშენებლობები, რაც დღეს თბილისში ხდება და რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ფაქტობრივად მწვანე ქალაქი იქცა ბეტონის ჯუნგლებად. ჩვენ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდიანი დახმარება, 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო მეტად გავღატაკდებით, კიდევ უფრო მეტად დაიცლება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ ავირჩევთ „ერთიანობას“, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14 მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო