არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“ - სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - მათ დასკვნებს იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - მათ დასკვნებს იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ სადამკვირვებლო მისია „ჩემ ხმაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე დაკვირვება შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც ობიექტურია და არჩევნების შედეგების მიმართ არავითარი სუბიექტური დამოკიდებულება არ აქვს.

"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები არიან მათ შორის, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, ჩვენს ქვეყანაში ბომბების ცვენის სურვილით, ახლა გაერთიანდნენ და უნდათ, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. ერთი რამ არის ცალსახა, რომ არჩევნებზე დაკვირვება შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც არის ობიექტური და არჩევნების შედეგების მიმართ არავითარი სუბიექტური დამოკიდებულება არ აქვს. მაგრამ ვინც თქვენ ბრძანეთ, გინდა იქნება ლაშა ბუღაძე, გინდა იქნება ლომჯარია, ისინი ვერანაირ კონტექსტში ვერ მოატყუებენ საზოგადოებას და ვერ დააჯერებენ, რომ ობიექტურები არიან. შესაბამისად, ამ ადამიანების დასკვნებს, რომლებიც შესაძლოა იყოს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ეს დასკვნები იქნება დაწერილი," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა „დედაენის ბაღში“ სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა“ წარადგინეს. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის