ჯანდაცვის კომიტეტი DRG მოდელზე - გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში კრიტიკულად დაბალი დაფინანსება, პრობლემაა თანმხლები დაავადებების ანაზღაურება

გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების კოდების არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში - კრიტიკულად დაბალი დაფინანსება, პრობლემურ საკითხად რჩება თანმხლები დაავადებების ანაზღაურების საკითხი. ცვლილებებს მოითხოვს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების საკითხი, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც DRG დაფინანსების მოდელს ეხება.

რეკომენდაციების განხილვისას, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ესწრება, აღინიშნა, რომ კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების შეუსაბამო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„შეხვედრების ფორმატში კომიტეტმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, კლინიკებთან ერთად გამართა მსჯელობა, თუ რამდენად შესრულდა დასახული მიზნები ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა სისტემა და რა არის საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად.

გამოიკვეთა დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საჭიროება და აუცილებლობა, დისკუსიების დროს აღინიშნა, რომ შეხვედრები და კომუნიკაცია პერმანენტული იქნება, რათა თითოეულ პრობლემაზე რეალური მუშაობა გაგრძელდეს და ერთად მიღებულ იქნეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

შეხვედრების დროს მონაწილეებმა ისაუბრეს დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეზე, აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - ზოგიერთ კოდზე დაფინანსება გაიზარდა. თუმცა გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების კოდების არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში - კრიტიკულად დაბალი დაფინანსება, პრობლემურ საკითხად რჩება თანმხლები დაავადებების ანაზღაურების საკითხი. ცვლილებებს მოითხოვს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების საკითხი და სიმულტანური (კომბინირებული) ოპერაციების დაფინანსების მეთოდოლოგია. სიმულტანური ოპერაციების შეუსაბამო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქირურგიული ოპერაციების დროს კლინიკას შეუძლია მხოლოდ ერთი კოდით დაფინანსების მოთხოვნა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კლინიკების არაერთმა წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე: დღესდღეობით დადგენილი 60 დღიანი ვადა საჭიროებს გადახედვას.

შეხვედრების დროს გამართული დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევების სისტემური გადაწყვეტილებების საჭიროება, ხოლო ნაწილი გამოწვევების საჭიროებს მოდიფიცირებას და გადახედვას“, - აღნიშნა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

ამასთან, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები, კერძოდ: გადაიხედოს რეანიმაციული სერვისების ტარიფები, ასევე გაიმართოს მსჯელობა რეანიმაციული სერვისის დაფინანსების ალტერნატიული (არა DRG) მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით განსაზღვრული საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადა (60 დღე) და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვადა შემცირდეს 30 სამუშაო დღემდე. დაინერგოს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების ალტერნატიული (არა DRG) მეთოდი. მოხდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სადავო შემთხვევების დროული განხილვა (არაუმეტეს 60 დღისა) ან შრომის ანაზღაურების კორექტირება განხორციელდეს შემდგომ თვეებში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ