პიტერ სტანო - ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ე.წ. არჩევნების ჩატარებას

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში 6-8 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. პარლამენტისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებს.

„ევროკავშირი არ ცნობს ამ ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ ან მათ შედეგებს ყირიმში. ის ბათილად ითვლება და ვერ წარმოქმნის რაიმე სამართლებრივ ეფექტს. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ და შედეგები დაეკისრებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პიტერ სტანო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი იმეორებს თავის პოზიციას: ყირიმი უკრაინაა.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ძალისხმევა უკრაინის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია