სალომე ფაცია - ვფიქრობ, „გემო ფესტი“ იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გემო ფესტის ერთ-ერთი მონაწილის და Food Vendor-ის წარმომადგენლის, სალომე ფაციას განცხადებით, რეგიონებში გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა. ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მათი ბედნიერი სახეებით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ. გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონებში. მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრული გასტრონომია იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად გემრიელია, რომ საზოგადოებისთვის ეს ჩვენი ტრადიციების ახლებურად გაცნობა იყო. სამეგრელოს პოპულარიზაციისთვის არაჩვეულებრივი პროექტია, იმიტომ რომ ხალხი ჩამოვიდა გემო ფესტისთვის, გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას და ჩვენს ტრადიციებს“,- აღნიშნა სალომე ფაციამ.

გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

„გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია