კახა ოქრიაშვილი - „ოცნებას“ ურჩევნია, საქართველოში ომი მოხდეს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რა შემთხვევაში იზრდება ომის საშიშროება ქვეყნებს შორის და რა ვითარებაშია ახლა ჩვენი ქვეყანა?! როცა საქართველოზე და მის მსგავს პატარ ქვეყნებზეა საუბარი, ომის საფრთხე მაშინ გამოირიცხება, თუ ქვეყანას აქვს კარგი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობლებთან და გლობალურ მოთამაშეებთან, როგორც დიდ ქვეყნებთან, ისე დიდ გაერთიანებებთან. როგორ მყარდება ეს ურთიერთობები? იგი ეფუძნება სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპებს და ურთიერთინტერესების დაცვა-გათვალისწინებას.

2012 წლის შემდეგ ჩვენ გვქონდა კარგი პარტნიორული ურთიერთობები გლობალურ პოლიტიკურ ცენტრებთან, მეზობელ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, რუსეთის გარდა. რიტორიკის შერბილება რუსეთთან და ამავდროულად, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, მტკიცე პოზიციების შენარჩუნება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იყო სწორი გზა. ომის საშიშროება მაშინაც და ახლაც, მომდინარეობდა და მომდინარეობს რუსეთისგან და ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 20 %-ია ოკუპირებული და არა მთელი ქვეყანა, სწორედ დასავლეთის, ნატო-ს ქვეყნების და მათ შორის, მეზობელი თურქეთის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების მთავარი აქტორები არიან.

და რა გვაქვს დღეს: რუსეთთან როგორი ცუდი ერთიერთობაც გვქონდა, ისეთივე დარჩა, ხოლო კარგი ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან „ოცნებამ“ ბოლომდე გაანადგურა! რუსეთთან „შეტენვა-შეძრომის“ პოლიტიკა კარგს არაფერს მოგვიტანს. ამ პოლიტიკის შედეგად, ომის საშიშროება მრავალჯერ გაზრდილია და რადგან უკვე ყველასთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, გამოდის, ომის შემთხვევაში, დამცველიც კი აღარ გვრჩება.

ამ ვითარებაში, „ოცნების“ მთავარი ლოზუნგია, ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტიო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებიან - ეს „დაბოლების“ იმ ჟანრიდანაა, როგორც 2020 წელს დაიბრუნეს დავით გარეჯი.

„ოცნება“ ამ ყველაფერს გამიზნულად აკეთებს - ურჩევნიათ, საქართველოში ომი მოხდეს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. მაგრამ არც ომი მოხდება და ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, რასაც ქართველი ხალხი მალე დაანახებს!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად