თამარ კორძაია - მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები, სადაც ძალიან მკაფიოდ გვიწერია, რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან

მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები-საქართველოსა და ევროკავშირის პასპორტები ერთდროულად, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვიწერია, რომ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება და უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან",- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.

„ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო კავშირს. დღეს ჩვენ თბილისში, მოქალაქეებს დავურიგეთ ჩვენი ბროშურები-საქართველოსა და ევროკავშირის პასპორტები ერთდროულად, სადაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვიწერია, რომ ოპოზიციის და კონკრეტულად, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" არჩევით, ჩვენ გარანტირებულად გვექნება 14 მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ და რეალურად გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი", - განაცხადა თამარ კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს