თინა ბოკუჩავა არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, - ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.

ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს.

„ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია და ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობენ სწორედ ასეთი „არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციები“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე