ალეკო ელისაშვილი - არავის არ გვეშინია არც „ქართული ოცნების”, არც უშიშროების სამსახურების, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ საარჩევნო შეხვედრებს

არავის არ გვეშინია არც „ქართული ოცნების”, არც უშიშროების სამსახურების, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ საარჩევნო შეხვედრებს, - ასე ეხმაურება ქარელში მომხდარ ინციდენტს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთიდან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, მათ არავისი არ ეშინიათ, ამით ვერც გეზს ვერ შეაცვლევინებენ და თავიანთ პროგრამაზე ისევ ისაუბრებენ.

„მოგესალმებით დუშეთიდან, ხაზგასმით ვამბობ, რომ დუშეთიდან, ვინაიდან „ქართული ოცნება” ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ კამპანია. გუშინ ქარელში „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს აქტივისტებს მიუგზავნა ზონდერები და შეხვედრების ჩაშლა სცადეს, ინციდენტიც მოხდა, მაგრამ არავის არ გვეშინია არც „ქართული ოცნების“, არც უშიშროების სამსახურების, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ საარჩევნო შეხვედრებს.

რატომ გვერჩიან, რატომ გვიგზავნიან ზონდერებს, რატომ გვესხმიან თავს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ არის მოყანყალებული ქოსა-ტყუილების პარტია, გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა და ასევე გრძნობს, რომ ჩვენი კოალიციის მხარდაჭერა მთელ საქართველოში დღითიდღე იზრდება. ასევე, ხედავენ რომ მათგან განსხვავებით ჩვენ დავდივართ და ხალხს რეალურ გეგმას ვაცნობთ. გეგმას, რომელსაც „ილიას გზა“ ჰქვია, ვესაუბრებით 200 000 სამუშაო ადგილზე, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ჩვენი გამდიდრების რეალურ პერსპექტივაზე, როგორ გავზრდით პენსიას ათას ლარამდე, ჩვენს ზუსტ ხედვებზე ვესაუბრებით. მათ კი ვიღაც ქეციანი ზონდერების მოქსევის გარდა სხვა სალაპარაკო აღარ დარჩათ ისეთი ამოწურულები არიან. რაც შეეხება ამ ადგილს, ჩვენ ვართ დუშეთში, ამ წალკოტში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, რადიოსადგურის დასახლება ჰქვია და აქ რომ მოვედით და ვკითხეთ ახალგაზრდებს რა პრობლემა აქვთ, პირველი რაც გვითხრეს, კანალიზაციის პრობლემა გვაქვს სოფელშიო. წარმოგიდგენიათ?! 21-ე საუკუნეში ბავშვები პირველი რასაც გეუბნებიან არის, რომ მათ აქვთ კანალიზაციის პრობლემა.

მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რას გვპირდებოდა ქოსა-ტყუილების ატამანი ივანიშვილი 2012 წელს, რომ ყველა სოფელში იქნებოდა ხუთი მილიონი დოლარი დახარჯული. გვეუბნებოდა, რომ ის პირადად იზრუნებდა, რომ სოფლის აღორძინების მილიარდიანი ფონდი შექმნილიყო. ჰოდა, ის ქოსატყუილების ატამანი ბიძინა ივანიშვილი ამოვიდეს, მაგალითად, ამ დასახლებაში და ნახოს, დაიხარჯა თუ არა აქ ხუთი მილიონი დოლარი და სად წავიდა ის დაპირებული ერთი მილიარდი ლარი. ჩვენ არავისი არ გვეშინია და ვერც გეზს ვერ შეგვაცვლევინებენ, ჩვენ ისევ ჩვენს პროგრამაზე ვილაპარაკებთ.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ „კოალიცია ძლიერი საქართველო“ დღითიდღე იზრდება, ჩვენი მხარდაჭერა იზრდება და ზუსტად ვიცით, რომ 26 ოქტომბერს ამათ შევცვლით ხალხის დიდი აქტივობით და იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შემოხაზავს 9 ნომერს” - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში