მიხეილ ყაველაშვილი - საჭიროა არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს - არ შეიძლება ქვეყანაში გარედან დაფინანსებული პარტიები და ორგანიზაციები არსებობდნენ!

საჭიროა არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს - არ შეიძლება ქვეყანაში გარედან დაფინანსებული პარტიები და ორგანიზაციები არსებობდნენ! - ეს განცხადება დღეს მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ყაველაშვილის თქმით, „როდესაც ფინანსური გამჭვირვალობის პროცესს ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი".

„ევროკავშირისა და აშშ-ს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს პიტერ სტანოსა და ჯეიმს ო'ბრაიენს დავალება აქვს, როგორმე საქართველოს ხელისუფლება გაანეიტრალონ და მას შანტაჟის ენით ესაუბრონ - ვაჭრობენ ევროკავშირის სტატუსით. ყველა გაურბის კითხვას, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპისთვის მიუღებელი - მასზე პასუხი არავის აქვს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ "დღეს საქართველოს მთავრობა და მმართველი ძალა "ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს წერილების პათოსს, რომლის გამოქვეყნებაც „ხალხის ძალამ“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ყაველაშვილის თქმით, „ეს ზღვარი მოშლილია“.

„არათუ მმართველი ძალა, არამედ საქართველოს უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, რაც თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ გააჟღერა. ასევე, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი ძალა რეგიონებში მუდმივად საუბრობს, რომ გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდისგან ოჯახების დაცვა - ევროკავშირში სულ ორი ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის და ეს ზეწოლა გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეიძლება ძალიან მალე დადგეს სანატრელი დღე - ქვეყნის გამთლიანების საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ასევე, საჭიროა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა, რომელიც ყოველთვის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იყო, როცა მმართველი ძალა რადიკალური ფრთა იყო. NGO სექტორი ფულს იღებდა იმაში, რომ საპატრიარქოსთვის და ჩვენი რწმენისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

ჩვენ ამ გზას დავადექით და ვაპირებთ განვახორციელოთ ის, რაც ამ ოთხი მიმართულებით წარმოვადგინეთ. აუცილებელია ამ პრინციპული საკითხების კონსტიტუციაში ასახვა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია