პაატა მანჯგალაძე - თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, - ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ინიციატივას, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ მათი კოალიციიდან არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, თავისთავად ცხადია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ამ საკითხში მათი კოალიციიდანაც არავინ ითანამშრომლებს.

„ეს თავისთავად ასე არის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ჩვენი გაერთიანება, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, ბუნებრივია, არანაირ და ვერანაირ კოალიციას არ გეგმავს „ქართულ ოცნებასთან“. რაც ისედაც ჭეშმარიტი და ცხადია, კიდევ წერილობით დოკუმენტი საჭირო არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობას, იმ ფონზე, როცა სხვა ოპოზიციური პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამენ, მანჯგალაძის თქმით, მათი გაერთიანების ფორმულა მარტივია, რომ ერთიანობა და ეროვნული თანხმობა არის ხალხის დაკვეთა.

„თუ შესაძლებელი არის და ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი, თანამშრომლობა არჩევნების შემდეგ, რატომ არ შეიძლება თანამშრომლობა არჩევნებამდე?! მაგალითად, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საკითხში. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა თუ არა, ეროვნული თანხმობა.

ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ აცხადებს,რომ „არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში“. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერების თქმით, მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება