ლაშა ბაქრაძე - როდესაც საქართველოში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ჩვენ შევქმნით კულტურის ახალ პოლიტიკას, სადაც მეტი თავისუფლება იქნება

ვფიქრობთ, რომ კულტურის პოლიტიკა საქართველოში ძალიან სერიოზულად უნდა შეიცვალოს და ამაზე იმუშავეს ამ ადამიანებმა. იმაზე, თუ როგორი არის ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კულტურა , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ბაქრაძემ საქართველოს კულტურის დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” “ კულტურა დემოკრატიისთვის” ინიციატივას უერთდება, ვინაიდან, საქართველოს მომავალზე კულტურის გარეშე საუბარი შეუძლებელია.

“დღეს, ჩვენ, ვხვდებით კულტურის დარგის წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს კულტურის დეკლარაცია, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს მომავალზე, რასაკვირველია, წარმოუდგენელია საუბარი ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე, როგორიც არის ქართული კულტურა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურის პოლიტიკა საქართველოში ძალიან სერიოზულად უნდა შეიცვალოს და ამაზე იმუშავეს ამ ადამიანებმა. იმაზე, თუ როგორი არის ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კულტურა და ამ კულტურაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, არამედ ვგულისხმობთ ბევრად უფრო ფართო გაგებით კულტურას. მათ შორის, მაგალითად, კულტურის ტურიზმს, ასევე, მეღვინეობა შეგვიძლია, როგორც ქართული კულტურის ნაწილი გავიგოთ და ასე შემდეგ. ამიტომ, დღეს ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ დეკლარაციაზე, როდესაც საქართველოში გაიმარჯვებს ოპოზიცია და ეს იქნება კოალიციური მთავრობა, ჩვენ შევქმნით ახალ კულტურის პოლიტიკას, სადაც მეტი თავისუფლება იქნება, ეს არ იქნება პარტიული პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის, არამედ იქნება თავისუფალი, დემოკრატიული კულტურისათვის ისეთი, როგორიც ეკადრება ევროპულ საქართველოს” , - განაცხადა ბაქრაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს