პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს

მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი, ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი ამოცანა არა ხალხის დასაქმება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდშიც 1 მილიონმა ქართველმა ქვეყანა დატოვა, აღნიშნულ თემებზე არ უნდა საუბრობდეს.

“მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი და ის 14 - მილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლება საუბრობს, რომ თურმე მათი ამოცანაა, არა ხალხის დასაქმება და ქართველი ემიგრანტების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, არამედ ევროპის გათავისუფლება მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

როგორ შეიძლება, ამას საუბრობდეს ხელისუფალი, რომლის მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ქართველი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს, რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს” , - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე