კოალიცია "ძლიერი საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

კოალიცია "ძლიერი საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი, სხვა ლიდერებთან ერთად, დუშეთში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა გამოწვევების წინაშე დგას მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და რა პრობლემები აქვს მოსახლეობას.

„კოალიცია "ძლიერი საქართველო" აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს, მიუხედავად შეშინებული ხელისუფლების ლაჩრული თავდასხმებისა. ჩვენ ვაპირებთ, მოსახლეობას ვესაუბროთ კონკრეტულ პროგრამულ ხედვებზე, თუ როგორ დავძლიოთ უმუშევრობა და შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი ღირსეული ანაზღაურებით და დაცული შრომითი პირობებით, როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი და, რაც მთავარია, როგორ გავხადოთ საქართველო სწრაფი ნაბიჯებით ევროკავშირის წევრი.

ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მხარე უნიკალურია თავისი ბუნებით, რესურსებით, შესაძლებლობებით. უმდიდრესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც ხელისუფლების გულგრილობის გამო ინგრევა - ქართული კვალი იშლება მცხეთა-მთიანეთში! ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ხელისუფალი შეშინებულია. მას პირი აღარ აქვს მოსახლეობასთან გამოსაჩენად და ბრონირებული მინის ტრიბუნიდან ესაუბრება მოქალაქეებს. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველოს სასარგებლოდ!" , - განაცხადა დეა მეტრეველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს