ანონსი  10 სექტემბერი

10 სექტემბერს, 05:45 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში [სტამბოლის რეისით] ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, აკაკი ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდება.

10 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თელეთის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მის.: გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი თელეთი, ქვესადგური „თელეთი 220"

10 სექტემბერს 10:30 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლევან ბეჟაშვილი და ხატია დეკანოიძე უპასუხებენ.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული

საკონტაქტო: 551 633 644 ანუკა გაბელია

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დეპუტატი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტში ბრიფინგს გამართავს. თემა: „ოცნება“ განაგრძობს გახარიას გუნდის წევრების, მხარდამჭერების და მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ დევნას.

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი საქართველოში და გაღატაკებული ხალხი

მის: გლდანი, ნაზვრების ქუჩა (შემოვლითი გზის მიმდებარედ)

საკონტაქტო: ნათია ქაქუჩაია - 598 73 39 02

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბში ანა დოლიძის, რევაზ აფხაზავას, სიმონ ჯანაშიას და ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ბავშვთა სიღარიბე და შიმშილობა

10 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ალოობის პერიოდი სრულდება - როგორია ხორბლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესი. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა- როგორია ვითარება ბაზარზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 534 524

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „სოლიდარობა აფგან სადიქოვს: არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში!“ გაიმართება.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

10 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება წარმატებული დიასპორელების და დიასპორელ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს" წარმომადგენლების დაჯილდოება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, სეუ-ს კინოდარბაზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ საკვირაო სკოლებში მოღვაწე ემიგრანტი პედაგოგებისა და მოზარდების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „მგზავრი წერილები“ პრემიერა გაიმართება.

მის: წინანდლის 9.

საკონტაქტო: 592 12 46 33

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან.

შეხვედრის ადგილი: მრგვალი ბაღი

10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

მის: ვახტანგ გორგასლის N20 (პარტიის ცენტრალური ოფისი)

10 სექტემბერს, 21:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ვეტერანებს შეხვდებიან და კოალიციის პროგრამას გააცნობენ.

შეხვედრის ადგილი: კიკვიძის ბაღი, ც. დადიანის ქუჩა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება