ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროა, ჰელსინკის კომისია თავადვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას - ჩვენთვის ყველაზე კარგი დახმარება იქნება ის, რომ ჩვენს შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა

ძალიან სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია თვითონვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას. არ მგონია, რომ მათი მომდევნო განცხადება ან რამე ტიპის ბრალდება ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს წონადი და დამაჯერებელი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ აქვთ პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოსთვის დახმარება იქნება ის, რომ შიდა საქმეებში არავინ ჩაერიოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში.

„ჩვენ თუ გადავხედავთ იმ სხდომას [საქართველოს თემაზე ჩატარებულ მოსმენა], რომელიც შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა, ამის შემდეგ იყო „ჰელსინკის კომისიამ“ ყველანაირ ფაქტის და არგუმენტის გარეშე დაგვაბრალა , რომ ქოლ-ცენტრების ქსელის უკან, რომელიც მსოფლიოშია გაშლილი, თითქოს „ქართული ოცნება“ დგას. აქაც არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, მაშინ, როდესაც ყველა კვალი კეზერაშვილამდე მიდის. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია თვითონვე აზიანებს თავის რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში და კარგავს ნდობას. არ მგონია, რომ მათი მომდევნო განცხადება ან რამე ტიპის ბრალდება ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს წონადი და დამაჯერებელი.

კონკრეტულად დახმარებას რაც შეეხება, ჩვენთვის დახმარება იქნება ის, რომ ჩვენს შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა,მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდი გვაქვს. ეს იქნება ყველაზე კარგი დახმარება“,- განაცხადა მან.

ამასთან, მაჭავარიანმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, მთავრობის ხელშეწყობით მშვიდი წინა საარჩევნო გარემოა.

„მეტნაკლებად მშვიდი წინა საარჩევნო გარემოა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობაა ამისთვის. შევეხები იმას, თუ როგორი ბულინგი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რამდენიმე დღის წინ , წყალტუბოში, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა, სწორედ, ამ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შედეგად. როგორი ჩარევა მიდის ისეთი აქტორებისგან , რომლებიც არ უნდა ერეოდნენ წინა საარჩევნო გარემოში, მაგალითად, დანიური ფულით ფინანსდებოდა, ვითომ „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელიც აგიტაცია-პროპაგანდას ემსახურებოდა და საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო... ასევე, სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა NDA-ის მხრიდან, რომელიც გრძელვადიანი დამკვირვებელი უნდა იყოს, ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს დაჰყვებოდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისვე მტკიცებით, ოპოზიციას ჩაფიქრებული აქვს წინა საარჩევნოდ ტემპერატურის ხელოვნურად აწევა, რის შესახებაც ინფორმაცია მთავრობას, თავად ოპოზიციური პარტიების წევრების მხრიდან აქვთ.

„თვითონ ოპოზიციური პარტიების წვერების მხრიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის. მოდიან და რაღაცებს გვიყვებიან და ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია. ეს არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო, ეს არის სამართალდამცავი უწყებების სფერო, შესაბამისად, უწყებები ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის პრევენცია მოხდეს.

ოპოზიციას აქვს ჩაფიქრებული, წინასაარჩევნო ტემპერატურის ხელოვნურად აწევა . ეს ყველაფერი სისრულეში რომ მოიყვანონ, მათი გეგმის ნაწილია,რომ თავისივე გუნდის წევრებზეც განახორციელონ რაღაც ტიპის თავდასხმები, რაზეც მე დღეს არ მაქვს უფლება რომ ღიად ვისაუბრო“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე