ღაზაში აცხადებენ, რომ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის თავდასხმას 40 პალესტინელი ემსხვერპლა

სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ალ-მავასის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და დაჭრა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურმა განაცხადა.

ადგილობრივები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე იერიში მინიმუმ 4 რაკეტით განხორციელდა. „ჰამასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Shehab-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 40 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია