უკრაინამ, ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, ირანელი დიპლომატი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, შაჰრიარ ამოუზეგარი უწყებაში დაიბარა, რათა გაეფრთხილებინა, რომ თუ ცნობები ირანის მიერ რუსეთისთვის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადაცემის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის შედეგები მოჰყვება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამოუზეგარი „დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგების“ შესახებ გააფრთხილეს.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკური რაკეტებით ამარაგებს. ირანელმა მაღალჩინოსანმა უარყო ეს ინფორმაცია და "ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება