ლევან ბეჟაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება ცინიკურია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, „ცინიკურია“.

მისივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, არამედ მისი გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მისი თქმით, ამ გზით არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ.

„ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები. მათი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი სამოქალაქო სექტორების განვითარებაში. ეს 200 მილიონი გასაგებია, რომ გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისათვის, ასევე, ამომრჩევლების მოსყიდვისთვის. ბუნებრივია, ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება იმისა თუ, რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად. პირიქით, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში გახსნილი აუზი წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საუბარი წინასაარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით, „მიუღებელია“.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

„ქართულ ოცნების“ მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი თავზე აქვს შემოვლებული და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ადამიანებზე ზეწოლა მოახდინონ: „შენ რომ პენსიას იღებ“, „შენ რომ ხელფასს იღებ“ და „შენ რომ სოციალური დახმარება გაქვს“, თურმე, ბიძინა ივანიშვილის წყალობა ყოფილა და ამას მთელს საქართველოს ამადლიან. ამის ფონზე, საუბარი იმაზე, რომ წალენჯიხაში ბავშვებისთვის აუზი გაიხსნა და ეს თურმე წინასაარჩევნო დარღვევაა, აბსოლუტურად ცინიკური და მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების მოსყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება გამოიძიებს ყველა შემთხვევას, რა დროსაც ისინი მოქალაქეების მოსყიდვით, ძალადობით ცდილობდნენ სხვა შედეგი დაეყენებინათ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს