ლაშა ფარულავა - ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში კომუნალური ტარიფები განახევრდებოდა, თუმცა განახევრების ნაცვლად ყველაფერი გაძვირდა.

მისივე თქმით, „26 ოქტომბერს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის თაღლითური პოლიტიკა უნდა დასრულდეს“.

„ივანიშვილი გაიძახდა, რომ მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს, თუმცა ბაჩიაშვილის საქმით დადასტურდა, რომ არა მხოლოდ ბიზნესი აქვს, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე მილიარდობით ლარი იშოვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიდგომა - ხალხს ტარიფების განახევრებას დაჰპირდა, თუმცა თავისთვის გაინახევრა, ხალხს აბსოლუტურად, ყველაფერი გაუძვირა, მათ შორის კომუნალური ტარიფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თაღლითური პოლიტიკა. ამასობაში, სააკაშვილის ბიზნესსა და ქონებას დაეძებდა, ვერაფერი ვერ იპოვა და პიჯაკებს მიადგა.

ასე ვეღარ გაგრძელდება, ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს. ჩვენ გვინდა ევროპული კეთილდღეობა, ევროპული განვითარება, 14 მილიარდიანი შესაძლებლობა, რომელიც აბსოლუტურად, ყველა დარგისთვის გაჩნდება და ამის მიღწევა შესაძლებელია 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდი, ჩვენი მნიშვნელოვანი დარგების თანასწორი განვითარება, მათ შორის ამ ქვეყანაში კომუნალური ტარიფები უნდა განახევრდეს, ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს, ადამიანები ფიზიკურად გადასახადებს ვეღარ იხდიან. ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი ზუგდიდში მოხდა და ეს აღარ უნდა განმეორდეს, ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ივანიშვილის თაღლითური მმართველობა უნდა დასრულდეს და ამ ქვეყანაში რეფორმები, ევროპული კეთილდღეობა უნდა გაგრძელდეს და ევროპული კეთილდღეობა ყველასთან უნდა მივიდეს. დღეს, კეთილდღეობა აქვს ერთეულებს - ივანიშვილის „კლანს“, ივანიშვილის თაღლითურ სქემებში მოქცეულ კონკრეტულ პირებს და ეს არის მიუღებელი, ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია