რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის ტერიტორიაზე 144 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, ქვეყნის ტერიტორიაზე, 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„გასულ ღამეს, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და შეაკავეს თვითმფრინავის ტიპის 144 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, 72 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 20 - მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 14 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 13 - ტულას ოლქის ტერიტორიაზე, 8 - ბელგოროდის ოლქში, 7 - კალუგის ოლქში, 5- ვორონეჟში, 4 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია