ირაკლი კირცხალია - არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს წელს? - გაგვიხსნიან მომავალ წელს! - დამერწმუნეთ, ევროკავშირში ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა არავის უნდა

ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი - არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს წელს? - გაგვიხსნიან მომავალ წელს! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"ქართული ოცნებას" დაჰყავს თავისი ქვეყანა, პირველ რიგში, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია, რომ როდესაც ასეთი ცეცხლია ჩვენს ირგვლივ, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა. რაც შეეხება ევროინტეგრაციის გზას - შეგახსენებთ, რა მოხდა "ქართული ოცნების" პირობებში, როგორ ვიარეთ და სად ვართ დღეს. მოგახსენებთ ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას, კანდიდატის სტატუსს, რომელიც სამწუხაროდ, თავის დროზე, როცა ჩვენ გვეკუთვნოდა, სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით, არ მოგვანიჭეს, მაგრამ ერთი წლის მოგვიანებით მოგვანიჭეს. ახლა საუბარია მოლაპარაკების გახსნაზე. კი ბატონო, დაველოდებით. არ გაგვიხსნიან წელს? გაგვიხსნიან მომავალ წელს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი. პირველ რიგში, ეს არის ეროვნული კურსი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! დამერწმუნეთ, რომ ევროკავშირში არავის უნდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა“, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს