ხატია დეკანოიძე - 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას

26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას - საქართველო იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა კითხვას, აშშ-ის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვხედავთ კონკრეტულ მაგალითებს იმისა, რომ მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველო სრულ იზოლაციაში შეიყვანეს.

"ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია ზუსტად მათი განზრახვას, რათა საქართველოში იყოს ემიგრაცია სიღატაკე. ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, სოციალურ პროექტებს, ეკონომიკას. საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე