შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა ნაცვლად მორალისტობისა, პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რასთან გვაქვს საქმე? რატომ უწყობენ ხელს კეზერაშვილს? - შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი

შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი, რომელიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას, მის სტაბილურობას ძირს უთხრის და ამას ასე არხეინად შეჰყურებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვები გვაქვს - ამიტომ ევროკავშირმა, ნაცვლად მორალისტობისა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, პასუხი უნდა გასცეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა უკვე არა ჟურნალისტური გამოძიებებით, არამედ საბანკო გადარიცხვებით დასტურდება, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების უკან დგას დავით კეზერაშვილი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კეზერაშვილი, რომელმაც ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. თუკი მანამდე იყო ეს გარკვეული შეფასებების, ჟურნალისტური გამოძიების დონეზე, ახლა უკვე საბანკო გადარიცხვებით დასტურდება, რომ ამ თაღლითური ქოლ-ცენტრების უკან დგას დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული ადამიანი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში, იქიდან აფინანსებს რადიკალურ დღის წესრიგს საქართველოში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოლიგარქი, არის არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელი და ასევე, მისი არის ერთ-ერთი ტელევიზია პირდაპირ. ამაზე მეტი მტკიცება ევროპელებისთვის, რომ შუაგულ ევროკავშირში უზით ოლიგარქი, რომელიც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას, მის სტაბილურობას ძირს უთხრის და ამას ასე არხეინად შეჰყურებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით - რასთან გვაქვს საქმე? რატომ არის ხელშეწყობილი ეს ადამიანი? რამე პირობით ხომ არ არის ის თავისუფალი ევროკავშირის ტერიტორიაზე? ეს პირობა ხომ არ არის, რომ მან დააფინანსოს რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა და მისმა წარმომადგენლობამ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მიხეილ სააკაშვილი, ასევე, სასჯელმისჯილი ადამიანი, ბრიუსელის, ევროკავშირის ოფისებში შეხვედრებს მართავდა, მაშინ, როდესაც ადამიანს დამტკიცებული ჰქონდა, რომ მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ზურაბ ადეიშვილი დღემდე მართავს შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან, ხან ბრიუსელში, ხან კიევში, ამიტომ ევროკავშირმა ნაცვლად მორალისტობისა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, პასუხი უნდა გასცეს ამას, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ არის ეს მაღალი დონის კორუფციის მაჩვენებელი ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელიც კრიმინალებს - ადეიშვილს, სააკაშვილსა და კეზერაშვილს მფარველობს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება