კახა კალაძე - 2012 წლიდან ხელისუფლებაში ვართ, ერთი მაგალითი მომიყვანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე არასწორი ნაბიჯი გადგა, თუ არსებობს ასეთი რამ, მითხარით

საქართველოს არც ერთგულება ეშლება, არც მეგობრობა, არც ურთიერთობები და არც პარტნიორობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სურვილი ჰქონდათ, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

„ეს მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობის, თუნდაც იმ რეფორმებით, რომელიც ხორციელდება. 2012 წლიდან ხელისუფლებაში ვართ, ერთი მაგალითი მომიყვანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე არასწორი ნაბიჯი გადგა, თუ არსებობს ასეთი რამ, მითხარით. თუ არსებობს ასეთი გადაწყვეტილება, გინდ საერთაშორისო პლატფორმებზე, გინდ იმ რეფორმების ფარგლებში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს?! გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არის მოგონილი თემა. მცდელობა ჰქონდათ და ახლაც აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ. ასე იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ და 2 თვეში გაირკვა, რომ ვიმსახურებთ. იმ 2 თვეში რა შეიცვალა? ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნის დასჯა ჰქონდათ განზრახული.

გახსოვთ, ხალხს ეუბნებოდნენ: თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ანუ, სურვილი ჰქონდათ, რომ ხალხი და ხელისუფლება დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან, მაგრამ არ გამოუვიდათ. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. როდესაც თეთრზე გვეუბნებიან, შავიაო ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი დავიცვათ და თვალებში ნაცარი არავის შევაყრევინოთ“,-განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის