შალვა პაპუაშვილი - თუ პლაკატების ჩამოხევა, საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია

საერთო ჯამში, ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა. ამიტომ აქ ხელი ხელს ბანს - ისინი ძალადობას ჩადიან და დამკვირვებელი ორგანიზაციები ამას ხელს აფარებენ და ანგარიშებში არ ასახავენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების მიერ განხორციელებულ დარღვევებზე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი დამკვირვებელი ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ.

„იცით, რომ შუალედური ანგარიშები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევებით მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან არის მივარდნები, რამდენიმე ინციდენტი ზუგდიდში იყო, როდესაც ცდილობდნენ ჩვენი დელეგატებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა უკვე ვნახეთ, საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რომელშიც ჩართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში. აი, ის არის ის მორალი, რომლითაც მოძრაობს ან მუშაობს მელია-გვარამიას ჯგუფი.

გავიხსენოთ, აშშ-ს ყოფილი ელჩის განცხადება, როდესაც გვარამიას შეწყალება მოხდა, ასევე, ამ საკითხზე ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ქართულ მართლმსაჯულებაში ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ჩარევის და ზეწოლის შედეგი იყო, რომ გვარამია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ეს მაშინ ჩვენ შეგვიფუთეს, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ პლაკატების ჩამოხევა არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. თუ საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. აი, ეს არის ის მავნე შედეგები, რომელიც დგება, როცა გარედან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა ხდება და პასუხისმგებელი არავინ არ არის. სად არიან ახლა ის ელჩები, რომლებიც იწონებდნენ გვარამიას შეწყალებას? სად არიან ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც „ტვიტს" "ტვიტზე“ წერდნენ, რომ „ახლა დეპოლარიზაცია მოხდება“. აი, ასეთ რადიკალებს, როდესაც ისინი ხელს აფარებენ და გულში იხუტებენ, საბოლოო ჯამში აზიანებენ ქართველი ხალხის ინტერესს. ოღონდ აზიანებენ ისე, რომ ამაზე აღარც წუხან და ბოდიშსაც არ იხდიან.

რაც შეეხება ანგარიშს, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში და თუ არ ვცდები, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“ შუალედური ანგარიში ჰქონდა. უცხოური დაფინანსებით მოქმედი დამკვირვებელი ორგანიზაციები ასეთ დარღვევებზე თვალს ხუჭავენ. როგორც ტენდენციას ვაკვირდები, ეს საერთო ჯამში, ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა. ამიტომ აქ ხელი ხელს ბანს. ისინი ძალადობას ჩადიან და დამკვირვებელი ორგანიზაციები ამას ხელს აფარებენ და ანგარიშებში არ ასახავენ. თუმცა ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების იმედი გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს