ლევან დავითაშვილი მაიკლ ო’ფლაჰერტის განცხადებაზე - ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს ან არ უნდა მიიღოს, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

ვიცე -პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხალხის მიერ არჩეულ პირებს აქვთ სრული უფლებამოსილება ის კანონები მიიღონ, რომელიც ერის ინტერესშია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც მაიკლ ო’ფლაჰერტი პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს ან არ უნდა მიიღოს, ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, ხალხი აძლევს უფლებამოსილებას, უფლებამოსილების დელეგირებას კონკრეტულ ამორჩეულ წარმომადგენლებს და მათ აქვთ სრული კონსტიტუციური უფლება მიიღონ ის კანონები, რომელიც არის ერის ინტერესებში და ასე იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა