თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები).

„რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს, ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის გავრცელება გამოიწვია. აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და სამუშოების შემდეგი ეტაპები გრძელდება.

თელავის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2024 წლის 13 ნოემბერს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 535 996 ლარია.

ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მართვაში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება მას შემდეგ, რაც ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი მოეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს