აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს, თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა.

„კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს.

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა