შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან -  იმდენად აბსურდში არიან, ქვეყნის განადგურების გეგმას „ილიას გეგმა“ დაარქვეს

„ლელოს“ პროგრამა არის, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური კოლაფს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას, ხოლო ,,ქართული ოცნების'' გზა ევროკავშირისკენ „მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით“.

,,ლელო ამბობს, რომ ევროკავშირში წინ წასასვლელად უნდა ჩავკეტოთ საზღვარი რუსეთთან, დავაწესოთ სანქციები. „ლელოს“ პროგრამა ეს არის - დავუწესოთ სანქციები რუსეთს. და, თუკი ამ გზას დაადგებიან, ეს არის ესკალაციის გზა, რომლის ბოლოსაც გარანტირებულად არის ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ეს მათ საარჩევნო პროგრამაში წერია. იმდენად არიან აბსურდში გადავარდნილები, რომ ფურცელზე დაწერეს ეს ყველაფერი. ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს და ფურცელზე დაწერეს, პირდაპირ მტკიცებულება შექმნეს, რომ ეს არის მათი გეგმა. ანუ ზეპირი განცხადებაც კი არ არის, არამედ მათი გეგმაა, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყებენ ესკალაციას რუსეთთან. თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით’, ’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის