საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროკავშირის მომავალზე და გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე პროცესზე, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პრიორიტეტებზე, განიხილეს გარე საზღვრების დაცვისა და არალეგალური მიგრაციის საკითხი, დისკუსია ასევე გაიმართა მსოფლიოში გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებზე, რუსეთის თავდასხმის გავლენაზე უკრაინის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაზე.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს საზღვრების დაცვისა და არალეგალური მიგრაციის მართვის წარმატებულ პროცესებზე, ხაზი გაუსვა ევროპის საზღვრების კონტროლის კუთხით ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, საქართველომ გაააქტიურა თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და ქვეყანაში მიიღო ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია და რისკის ანალიზის ერთიანი სისტემა. მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საზღვრის კონტროლი და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის მასპინძლობით ბუდაპეშტში, 9-10 სექტემბერს გაიმართა და მასში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია