ნინო ლომჯარია - „ქართული ოცნების“ სიაში ყველაზე მეტად ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა - ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის საგარეო კურსის ბედი, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა , - ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პალიტრანიუსის გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ლომჯარიას განმარტებით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ხშირად აღნიშნავდა, რომ თითქოს ის პოლიტიკის მიღმა იყო, ახლა კი ოფიციალურად საარჩევნო კანდიდატი გახდა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა, რადგან ის ბოლო პერიოდში სულ ამბობდა, რომ არ იყო პოლიტიკაში, მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარე რომ გახდა, მაშინაც, თითქოს, პოლიტიკის მიღმა იყო და საპატიო სტატუსით სარგებლობდა და ახლა უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კანდიდატი გახდა. შესაძლოა, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი იყო, ერთი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება რეალური გადაწყვეტილებების მიმღები თუ ყველაზე გავლენიანი წევრი იყოს მათი კამპანიის სათავეში. მეორეს მხრივ, როდესაც კანდიდატი ხარ და სიაში ხარ, ეს გარკვეულ პრივილეგიებს გმატებს და სხვადასხვა სტატუსი გაქვს. შეიძლება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არის საინტერესო.

ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები იმიტომ, რომ რეალურად წყდება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ბედი და წყდება ის საკითხი, ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, სადაც არსებობს თავისუფალი საზოგადოება, კრიტიკული აზრი, თავისუფალი არასამთავრობო და მედია სექტორი თუ რეალიზდება ის, რასაც გვპირდებიან - იხურება სამოქალაქო საზოგადოება, შემდეგ პარტიები იხურებიან.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა წავიდეთ არჩევნებზე. მე მართლა მაინტერესებს, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. მოქალაქეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება