მამუკა მდინარაძე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი - იყო ფსონიც და გათვლაც ღირსეულ ადამიანებზე, სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება აქცენტირება

2012 წლის შემდეგ ჩვენს გუნდში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ეს ნიშნავს ხაზგასმას ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე , - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012 წლის არჩევნები.

„ეს ნიშნავს ხაზგასმით მნიშვნელობის მინიჭებას, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, არამედ რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. მნიშვნელობით ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. საკითხი დგას ასე, ქვეყნის გადარჩენა გახდა პრიორიტეტი და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამისი საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით, ქვეყნის გარედან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენების, ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დასახელებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებზე მოხდა აქცენტირება.

„ჩვენ, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენს სიაში, მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო, ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს ქართული ჰიმნი. ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს და აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც. ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან ამ მიმართულებითაც იმიტომ, რომ ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო ფსონიც და გათვლაც, რაც გნებავთ დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება