გია ვოლსკი - საქართველოს სპორტი და კულტურა არ სჭირდება?  - ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი „ქართული ოცნების“ პროგრამაში

ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს პროგრამაში , - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იმის შესახებ საუბრისას, თუ რატომ მოხვდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სპორტსმენები არიან ადამიანები, რომელთაც იციან, რა სჭირდებათ ახალგაზრდებს.

„ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ამა თემას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია შესძინონ. საქართველოს სპორტი არ ჭირდება და კულტურა არ სჭირდება? - თუ ეს დარგი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ არაფერი აღარ სჭირდება, რომ აღარ არის საჭირო არც სპორტსმენი, არც გამოჩენილი ადამიანი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატავი?

სპორტსმენებთან დაკავშირებით არის წარმოდგენა, რომ თითქოს, მან მარტო სპორტი იცის ან მარტო სიმძიმის აწევა, ჭიდაობა თუ ფეხბურთი. აქ იმ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომელთაც იციან, რა სჭირდება ახალგაზრდობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს