მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანზე - ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს და „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება

ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში. მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის სპორტსმენები, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ, ღირსებით გააგრძელებენ სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ.

„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე თეა წულუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება.

„რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს. „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია