"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ვეტერანებს შეხვდნენ

კოალიცია “ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, ვეტერანებთან შეხვედრა გამართეს.

კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ კოალიციის გეგმებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც არჩევნების შემდეგ ვეტერანებისთვის განახორციელებენ.

ხაზი გაესვა სახელმწიფოს დამოკიდებულებას ვეტერანებისადმი და აღინიშნა, რომ მათ სათანადო დაფასება არ აქვთ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"პირველი წუთებიდან საქმეს უნდა შევუდგეთ და დავიწყოთ ყველა დარგში რეფორმები და ცვლილებები. პარლამენტში დღედაღამე ვცდილობდი ვეტერანებზე მელაპარაკა, არ იყო შემთხვევა არ მელაპარაკა და მეკითხა, რომ დიღომში, 5100 კვ.მ რომ არის გამყოფილი და დაპირდით ვეტერანებს, ცალკე იქნებოდა მათთვის მრავლპროფილური თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, სად არის?4 წელია ამას ვეჩიჩინებოდი, ერთადერთი სამარცხვინო 22 ლარი გაზარდეს 100 ლარამდე და ამასაც აყვედრიან. ეს 100 ლარი ყოველწლიურად გაიზრდება, 4 წლის განმავლობაში და იქნება 500 ლარი. ჰოსპიტალი აუცილებლად აშენდება და მე მივალ ამ დღეებში იქ. საპენსიო ასაკს რომ მიუახლოვდები და სოციალურ პაკეტს გიუქმებენ, ეს ამბავი გასწორდებდა და არავის მოეხსნება ეს პაკეტი, საპენსიო ასაკთან ერთად და ამით გამოხატავს სახელმწიფო დამოკიდებულებას.ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა, ვეტერანებისთვის ცალკე იყოს პარკინგზე გამოყოფილი ადგილი. აბსოლუტურად უფასოდ, რომელსაც ექნება ნიშანი, რომ ეს არის სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანის უფასო გასაჩერებელი ადგილი. ასევე პრიორიტეტი სამსახურში - სადმე თუ ვაკანსია იქნება, თანაბარ პირობებში მყოფი ადამიანი თუ წარსდგებიან, ამ ადამიანებში თუ იქნება ვეტერანი, პრიორიტეტი ექნება მას.ვეტერანები უნდა გრძნობდნენ მადლიერებას სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან მათი თავდადებისა და მათი თავგანწირვისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.

"სახელმწიფო ფასდება იმით, როგორი დამოკიდებულება აქვს ვეტერანების მიმართ. ჩვენს ქვეყანაში, სრული იგნორირებით ცდილობენ ღირსება წაგვართვან, არ გამოვა, ღირსებას ვერ წაგვართმევენ, მაგრამ ქვეყანას ართმევენ ღირსებას და მიგვათრევენ რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩვენი ძმები მოკლა და მიწები წაგვართვა. ახლა ქვეყნის ღირსების საკითხი დადგა. პოლიტიკური ნება უნდა იმას, რომ ვეტერანები ვიყოთ დაფასებულები, ჩვენი ამოცანაა, თუ გვინდა ქვეყანას ღირსება დავუბრუნოთ, ვეტერანებს პატივი სცეს სახელმწიფომ, თორე ხალხი პატივს ისედაც გვცემს.

26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით უნდა ვუთხრათ “რუსულ ოცნებას“ არა", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია