აშშ, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, ირანის მთავარ ავიაკომპანიას სანქციებს უწესებს

შეერთებულმა შტატებმა ირანის მთავარ ავიაკომპანიას, Iran Air-ს, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, ახალი სანქციები დაუწესა.

Iran Air-ის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა და ირანის მიერ მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას დრამატული ესკალაცია უწოდა.

„ვინც რუსეთს დახმარებას უმტკიცებს, ომს აგრძელებს, კონფლიქტს აგრძელებს, ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი კონფიდენციალურად, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დრამატული ესკალაცია იქნება“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ირანში ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს FATH-360-ის ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტის სისტემის გამოყენებაზე, რომლის მაქსიმალური მოქმედების მანძილი 75 მილია და რუსეთმა ახლა მიიღო ამ ბალისტიკური რაკეტების ტვირთი და სავარაუდოდ გამოიყენებს მათ უკრაინაში რამდენიმე კვირაში. ბლინკენის განმარტებით, ირანული რაკეტები რუსეთს "დამატებით შესაძლებლობებს" და "დამატებით მოქნილობას" მისცემს.

შეგახსენებთ, მანამდე, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. „ახლა გვაქვს დასტური, რომ ირანმა ეს გადაცემა განახორციელა. დაუყოვნებლივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ირანთან ორმხრივი საჰაერო სერვისების შეთანხმებები გავაუქმოთ. დამატებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის გადაცემაში ჩართული მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და პიროვნებების [სანქცირებისთვის] განსაზღვრაზე ვიმუშავებთ. ასევე, ვიმუშავებთ Iran Air-ის დასანქცირებაზე“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს