ირაკლი ნადირაძე - ბიძინა ივანიშვილი 14-მილიარდიანი დახმარების, ანუ მეტი სამუშაო ადგილის, ნაკლები მიგრაციის, უკეთესი გარემოს შანსს გვიკარგავს, რაც ერთიანობით 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ბიძინა ივანიშვილი 14 - მილიარდიანი დახმარების, ანუ მეტი სამუშაო ადგილის, ნაკლები მიგრაციის, უკეთესი გარემოს შანსს გვიკარგავს, რაც ერთიანობით 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძე, დიდუბეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანას ის იზოლაცია და ჭაობი აღარ ემუქრებოდეს, რომელშიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ამყოფებს.

"დღეს ვესაუბრეთ დიდუბის მოსახლეობას, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა, სიღარიბე, მაღალი ფასები, მიგრაცია, ყველანი ერთად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იმ 14 - მილიარდიანი დახმარების შანსს, რაც ნიშნავს, თავის მხრივ, მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს გარემოს, უკეთეს ჯანდაცვას, ღირსეულ პენსიას, ნაკლებ მიგრაციას - ამ შანსს გვიკარგავს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ჭაობი და იზოლაცია, რომელიც გვემუქრება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენით, გავანეიტრალოთ და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ხელში ეჭიროთ ევროკავშირის პასპორტი, მათ შორის, შეძლონ აშშ-ში უვიზო მიმოსვლა, შემოვიდეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და ამ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ კეთილდღეობა", - განაცხადა თბილისის ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება