სოფო ჯაფარიძე და ირაკლი ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე და თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა განწყობა ამაღლებული და ოპტიმისტურია.

„დიდუბეში განწყობა საოცრად ამაღლებულია. ეს ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში. დიახ, აღარასოდეს იქნება სიღატაკე იზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს, ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, რომ უმუშევრობა, მაღალი ფასები, დაბალი პენსიები იყოს.

ჩვენს თბილისელებს ყოველდღიურად ვხვდები და ვესაუბრები, შევდივართ თითოეულ ოჯახში, ვისმენთ ყველას პრობლემებს.

26 ოქტომბრის შემდეგ, ყველანი ერთად აუცილებლად ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში. ჩვენი ქვეყნის ამ ღირსეულ მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული განათლება და ჯანდაცვა.

ეს ყველაფერი იქნება, როცა ხელისუფლება პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტება და არა კორუფციაში ჩაბმული ადამიანებით", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს