პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები მოღალატეების სიაში არიან და საკუთარი აზრი დააფიქსირეს - ეს არის ბულინგი? ეს არ არის ბულინგი

ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები ამ მოღალატეების სიაში არიან, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტს.

ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელები და გვარები არაა მნიშვნელოვანი“.

„ოცნების“ სიასთან დაკავშირებით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ - ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი ახალ კოალიციას შეუერთდება, რომელსაც ძირითადად, დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ, სახელები და გვარები. დანარჩენი, ჩვენ, ყველამ ვიცით, ესენი არიან „ოცნების“ სახეები, ამ სიის და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვაა იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ, თუ რამდენიმე - ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება უმრავლესობას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა იმ ბულინგს, რომელიც სპორტსმენების საარჩევნო სიაში ყოფნას ინტერნეტსივრცეში მოჰყვა, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ეს ბულინგი არ არის“.

„ბულინგი განმიმარტეთ. ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში, ამასთან დაკავშირებით აზრი რომ გამოთქვეს, ეს არის ბულინგი თქვენი განმარტებით? ჩემი განმარტებით ეს არ არის ბულინგი, თავისუფალი სიტყვის აკრძალვა ჯერ აქ არ მომხდარა, მათ შორის, არც სოციალურ ქსელში ადამიანებმა გამოხატეს, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია