მიხეილ დაუშვილი - „ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს - სწორედ ამის მტკიცებულებაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერია

„ოცნებას" ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს - სწორედ ამის მტკიცებულებაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერია, - ამის შესახებ მედიასთან პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის აზრით, ივანიშვილი იძულებული გახდა, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში პირველ ნომრად ყოფილიყო.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს "ოცნებას" ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს - მას მოქალაქეებისგან ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. ფაქტი, რომ სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა, დადასტურებაა იმისა, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის სერიოზული კრიზისი აქვს. ივანიშვილი იძულებული გახდა, საპარლამენტო სიაში პირველ ნომრად ყოფილიყო.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" სიაში სპორტსმენების ყოფნას, ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ მადლობას ვეუბნებით ყველა იმ ბედნიერებისთვის, რაც მათ მოგვანიჭეს და რამდენჯერაც ჩვენი დროშა საერთაშორისო დონეზე აღმართეს.

დღეს "ოცნებას" ავტორიტეტი, ნდობა იმდენად აქვს დაკარგული, რომ ცდილობს ყველას ავტორიტეტი და რეპუტაცია გამოიყენოს - იქნებიან ბავშვები, ეკლესია, რელიგია თუ სხვა. "ოცნება" ეცდება ფონს სხვა ადამიანების ავტორიტეტის ხარჯზე გავიდეს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება