თამარ კორძაია - მაუწყებლების მიერ ჩვენთვის გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება

მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მაუწყებლების მიერ გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად, ჩვენთვის კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება. ასევე, მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში “პროფესიული” წევრების არჩევის პროცედურები წარიმართა არჩევნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, მოქალაქეებს დაპირებების შესახებ სარეკლამო სახით ინფორმაციის სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

“მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მაუწყებლების მიერ გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად, ჩვენთვის კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება.

მნიშვნელოვანია, რომ ტელემაუწყებლების მიერ გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იყო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, 6 სექტემბერს, იძულებული გავხდით, შეგვემცირებინა სარეკლამო წამები და ხელახლა წარგვედგინა ტელევიზიებისათვის.

მსგავსი მიდგომა და კანონის მიზნის საწინააღმდეგო განმარტება, ართმევს საქართველოს მოქალაქეების ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესახებ სარეკლამო სახით ინფორმაციის სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას და კომისიამ აღნიშნული მიდგომა უნდა შეცვალოს” , - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გარდა ამისა, თამარ კორძაია აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში “პროფესიული” (უპარტიო/სერტიფიცირებული) წევრების არჩევის პროცედურები წარიმართა არჩევნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

ჩვენს მიერ საჯარო წყაროებიდან მოპოვებული მასალებიდან დასტურდება, რომ ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ახლო ნათესავ-მეგობრები. საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთი მიდგომა აზიანებს არჩევნების სამართლიანად, თანასწორად და თავისუფლად ჩატარების მიმართ საზოგადოების ნდობას და მიგვაჩნია, რომ ყველა საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, კონკურსი უნდა ჩატარდეს ხელახლა და საჯაროდ, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრების ფორმით”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 12:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საარჩევნო სუბიექტის “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს განიხილავს. საჩივარი წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას შეეხება, სატელევიზიო ეთერებში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა