პეტრე ცისკარიშვილი - დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, მათ მიაწეროს ის, რაც ქვეყანაში ხდება

დავით კეზერაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ასეთ ადამიანებს მიაწეროს ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, რის სათავეში თვითონ არის, საიდანაც ეს ხელისუფლება შოულობს ფულს, აბრალებენ დავით კეზერაშვილს და სხვა პიროვნებებს,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ჰელსინკის კომისიამ თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამხილა „ქოლ-ცენტრების“ მაქინაციებში, თუმცა „ისეთი მატყუარა ხელისუფლება“, როგორიც არის „ქართული ოცნება“, ნებისმიერ მტკიცებულებას გააყალბებს იმისთვის, რომ ჰელსინკის კომისიის დასკვნას და განცხადებას თავი აარიდოს და მთლიანად „ქოლ-ცენტრების“ პროგრამა, თუ სქემა სხვა ადამიანს მიაწეროს.

„ჰელსინკის კომისიამ, რომელიც არის აშშ-ში კონგრესის და მთავრობის მიერ ერთობლივად დაკომპლექტებული კომისია, ჩართულია ევროპული საკითხების შესწავლაში, ბრალი დასდო და განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეისწავლოს და მიიღოს შესაბამისი ზომები ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ჩართულობაში ამ „ქოლ-ცენტრული“ თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. ამ თანხებით ფინანსდებით თქვენ, თქვენი ტელევიზია, მთელი თქვენი ხელისუფლება, მთელი თქვენი საარჩევნო კამპანია. მისი დიდ ნაწილი ფინანსდება „ქოლ-ცენტრებით“ და ეს უნდა გიქმნიდეთ უხერხულობას. გნებავთ, დავით კეზერაშვილზე, თუ ნებისმიერ სხვა ადამიანზე, საკითხის გადაბრალების დროს მათი მიზანია თავი დაიძვრინონ და თემა გადაფარონ. 2-3 კვირაა ჰელსინკის კომისიამ, რომელსაც აქვს ნდობა, არ იტყუება და რომელიც განცხადებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით აკეთებს, გააკეთა შესაბამისი განცხადება და გამოიტანა დასკვნა. ერთი მხრივ, შეადარეთ ბიძინა ივანიშვილის ტყუილები და გამოგონილი, ე.წ. მტკიცებულებები და მეორეს მხრივ, რეალური მონაცემები, რომელიც აქვს ჰელსინკის კომისიას. მე უნდობლობას ვუცხადებ ყველაფერს, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა გამოაგდებს საინფორმაციო ველზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა და კოალიციის დაფინანსების ნაწილში აღნიშნა, რომ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება გამჭვირვალეა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ