იუსტიციის მინისტრი - ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შესაძლებელია - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ზეწოლაა არასამთავრობო ორგანიზაციებზე

ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება - ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა მათ სახელმწიფოსგან არ მიიღონ დაფინანსება , - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ უპასუხებდა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, ორგანიზაციის საქმიანობის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

მინისტრის განმარტებით, იმის სრული სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ, არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას ემსახურება.

„სრულად დასაშვებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, იუსტიციის სამინისტროს, ფაქტობრივად, მესამე წელია გამოცხადებული გვაქვს საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, ვაფინანსებთ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ამის სრული სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს.

რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ის არის ნამდვილად მისასალმებელი და ემსახურება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაში საზოგადოების მეტ ჩართულობას.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ეს არის, ვფიქრობ, არაკომპეტენტურობის ან მიზანმიმართული ტყუილის და დეზინფორმაციის ბრალი. წესით, მათ გადასარევად უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ მათ სახელმწიფოსგან არ მიიღონ დაფინანსება. აქვე, სრულად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღოს დაფინანსება საკუთარი სახელმწიფოსგან და ამავდროულად, უცხოური სახელმწიფოსგანაც. ეს სრულად წარმოუდგენელია. ის, ვინც დაფინანსებას ქართული სახელმწიფოსგან მიიღებს, მათ, რა თქმა უნდა, არ ეზღუდებათ უცხო სახელმწიფოსგან თუ სხვადასხვა უცხოური ფონდისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი მეტი დაფინანსების და შესაბამისად, მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე?”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს