იუსტიციის მინისტრი - საქართველოში არჩევნებზე გავლენის მოხდენას შესაძლოა შეეცადოს ბევრი სახელმწიფო - თუკი ვინმეს ექნება ასეთი მცდელობა და გამოვლინდება, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა

საქართველოში არჩევნებზე გავლენის მოხდენას, შესაძლოა, შეეცადოს ბევრი სახელმწიფო, ხოლო საქართველოს ამოცანაა, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს არჩევანი გააკეთოს თავისუფალ გარემოში საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს, თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთი ოქტომბრის არჩევნებზე შეეცდება გავლენის მოხდენას.

რაც შეეხება კითხვას, იცნობს, თუ არა რუსული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ „დასავლეთის მიზანია ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა, ბრეგაძემ უპასუხა, რომ აღნიშნული განცხადება არ უნახავს, შესაბამისად, ამ საკითხზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„რუსულ ნარატივს ყოველთვის ემთხვეოდა და ემთხვევა ჩვენი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები. ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა რუსეთისთვის, საქართველოს ისტორიაში ამდენი „სიკეთე“ ,ალბათ, არავის გაუკეთებია რუსეთისთვის. გიმეორებთ და კარგად დაიმახსოვრეთ, რუსეთისთვის იმდენი საქმე, რაც გააკეთა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოში არავის გაუკეთებია. დაიმახსოვრეთ კარგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის ფედერაციას გაუკეთა ყველაზე დიდი საქმე და ამის შესახებ არაერთი ფაქტი მეტყველებს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და იმას, თუ როგორც იცავს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვენ აბსოლუტურად ყველა დავა მოვიგეთ და ბოლომდე დავიცავით ჩვენი ღირსეული, გმირი სამხედროების ინტერესები, ხოლო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები, რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში და ამის შესახებ შემდგომში დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული.

საქართველოში არჩევნებზე გავლენის მოხდენას შესაძლოა შეეცადოს ბევრი სახელმწიფო, ხოლო საქართველოს ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს თავისუფალ გარემოში საკუთარი არჩევანის და პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად გააკეთოს არჩევანი ისე, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მცდელობა, მოახდინოს ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

შეიძლება არსებობდეს ბევრი სახელმწიფო, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საქართველოში წელს ჩასატარებელ პარლამენტის არჩევნებზე მოახდინოს ზეგავლენა, ხოლო ჩვენი მოვალეობაა, საქართველოს მოქალაქეებს სრული შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი. თუკი ვინმეს ექნება ასეთი მცდელობა და გამოვლინდება, რა თქმა უნდა, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში