კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას - რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ?! კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტუტიციო უმრავლესობას, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ, რომელიც თითქოსდა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.

„თქვენ ნახეთ, როგორი ოცეული იყო წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ?! კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ. სექტემბერში რაღაც საცურაო აუზები დადგეს და ამით მოაქვთ თავი. ალბათ ზამთარში წყალსაც ჩაუსხამენ ბავშვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე გამორიცხა სამომავლოდ კოალიციის შექმნის საჭიროება.

„დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება