კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ქვეყნაში არის მშვიდობა

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულია, ვინ სად ვიქნებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ყოველთვის საქართველოს ინტერესებს გავატარებთ , - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვას, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრემიერობაზე.

„დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს ირაკლი კობახიძის სახით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ქართულ პოლიტიკაში მისი როლი განსაკუთრებულია. თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით. ზეწოლის მიუხედავად, იმ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, რომელსაც საქართველო ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რადგან მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დიდია.

ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, ვის ირგვლივაც 2011 წელს სრულიად საქართველო გაერთიანდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს კი საქართველომ გაიმარჯვა. დავამარცხეთ ბოროტება, სისხლიანი რეჟიმი, რაც მძვინვარებდა ქვეყანაში და ხალხს უდიდეს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, მას აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ქვეყნაში არის მშვიდობა. ეს პრაგმატული პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო